საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი ეწვია საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს (IFRI) და შეხვედრა გამართა ინსტიტუტის დირექტორთან, ტომა გომართან (Thomas Gomart).
2026 წლის 28 აპრილს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ირაკლი ყურაშვილი ეწვია საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტს (IFRI)
და შეხვედრა გამართა ინსტიტუტის დირექტორთან, ტომა გომართან (Thomas Gomart).
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები.
განხილულ იქნა Ifri-სა (რომელიც საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი კვლევითი ცენტრი - THINK TANK-ია) და საფრანგეთში საქართველოს საელჩოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.
#georgiefrance
