საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

COVID – 19 : საფრანგეთისა და საქართველოს საზღვრებზე ჯანდაცვითი ზომები უქმდება

✈️🇫🇷 მოგზაურობა საფრანგეთის მიმართულებით👇
2022 წლის 1 აგვისტოდან, საფრანგეთის მიმართულებით მოგზაური პირებისთვის მანამდე არსებული წესები გაუქმდა :
🔹 მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე ; აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ;
🔹 აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა ;
🔹 აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება.
იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას.
✈️🇬🇪 მოგზაურობა საქართველოს მიმართულებით👇
🔹 საფრანგეთის დატოვებისას უცხო ქვეყნის (მათ შორის საქართველოს) მიმართულებით, საფრანგეთის ხელისუფლება აღარ ითხოვს მოგზაურობის მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას და არც საფრანგეთიდან გასვლის ცნობას.
🔹 2022 წლის 15 ივნისიდან, ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში მოემგზავრება საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზით, გათავისუფლებულია კოვიდ-ვაქცინის დამადასტურებელი დოკუმენტისა და PCR-ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენის ვალდებულებისგან.
ნიღბის ტარება სავალდებულოა სამედიცინო დაწესებულებებში.