ცხოელი სტუდენტის მხრიდან ფრანგული სანიტარული პასპორტის (კოვიდ სერტიფიკატის) მოთხოვნა
თუ თქვენ ჩაირიცხეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებელში 2021/2022 აკადემიური წლისთვის, შესაძლებლობა გაქვთ მოითხოვოთ კოვიდ პასპორტი ან თანაბარი ძალის მქონე დოკუმენტი, თუ აკმაყოფილებთ შემდეგ პირობებს:
- უნდა იყოთ აცრილი ევროპის წამლის სააგენტოს მიერ აკრედიტირებული ვაქცინით:
- ჯონსონის ვაქცინის ერთი დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს 4 კვირა;
- ფაიზერის, მოდერნას ან ასტრაზენეკას მეორე დოზის მიღებიდან გასული უნდა იყოს 7 დღე;
- ვაქცინაციიდან 7 დღის გასვლის შემდეგ, თუ თქვენ გადატანილი გაქვთ Covid-19 და მიღებული გაქვთ ზემოხსენებული რომელიმე ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა.
- არ უნდა იყოთ ვაქცინირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ანდორაში, ისლანდიაში, ლიხტენშეტაინში, მონაკოში, ნორვეგიაში, შვეიცარიასა და ბრიტანეთის სამეფოში (ინგლისი და უელსი მხოლოდ), ვინაიდან ამ ქვეყნებში გაცემული კოვიდ სერტიფიკატი საფრანგეთში მოქმედებს შეზღუდვების გარეშე;
- უნდა გქონდეთ სასწავლო ვიზა;
ფრანგული სანიტარული პასპორტის მოთხოვნა და შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა უნდა განხორციელდეს ონლაინ, შემდეგი გვერდის მეშვეობით: https://www.demarches-simplifiees.fr/commencer/passe-sanitaire-etudiants