საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით პარიზში იმყოფებოდა

 

 

 

2021 წლის 5-7 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია სამუშაო ვიზიტით პარიზს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან უსაფრთხოების არქიტექტურისა და რუსეთის საკითხებში, სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების კომისიის პრეზიდენტთან, ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა კომისიის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ლაშა დარსალია შეხვდა ასევე საფრანგეთის წამყვანი გამოცემების ჟურნალისტებსა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.

🤝ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების განხილვა, აგრეთვე საფრანგეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის შემდგომი კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში.