

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 24 თებერვლის განკარგულების თანახმად, იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსა და ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებს აქვთ საქართველოში შემოსვლის უფლება (საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის
განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტის
წარდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს საკუთარი ხარჯით PCR კვლევის ჩატარების პირობით), 2021 წლის 1 მარტიდან დაემატება:
სომხეთის რესპუბლიკა,
აზერბაიჯანის რესპუბლიკა,
უკრაინა,
ყაზახეთის რესპუბლიკა,
რუსეთის ფედერაცია და
ბელარუსის რესპუბლიკა.