საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან დაკავშირებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური შეგახსენებთ, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა საკონსულო აღრიცხვაზე დგომა.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია:
►ვებ-გვერდის საშუალებით: www.geoconsul.gov.ge
►საკონსულო სამსახურში პირადად გამოცხადების გზით
►საფოსტო გზავნილით
საკონსულო აღრიცხვა უფასოა.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საელჩოს ვებ-გვერდს
► http://france.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1212
ან დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს ოთხშაბათს და პარასკევს 10:00-13:00 შემდეგ ნომერზე: 01 45 02 11 07