2017 წლის 31 იანვარს, პარიზში, საქართველოს საელჩოს შენობაში, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 21 ნოემბრის განკარგულების მოთხოვნათა შესაბამისად, გაიმართა საფრანგეთში არსებული დიასპორის წარმომადგენლობითი კრება « ლევილის ქართულ-ფრანგული კულტურული ცენტრისა და ქართული აკადემიის» მმართველი საბჭოს ორი წევრის ასარჩევად. კრებას, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს დესპანი, გოჩა ჯავახიშვილი და კონსული, რუსუდან დიდებულიძე, მოდერირებდა საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე. კრებაზე დიასპორის წარმომადგენლებმა შეარჩიეს 3 წარმომადგენელი 2 ხმის უფლებით: ოთარ ზურაბიშვილი და ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი/დაჩი ჩაგანავა.


