ცნობა პენსიის შესახებ
(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე)
ცნობა ადასტურებს საქართველოში პენსიის/სოციალური დახმარების მიღების ან არ მიღების ფაქტს.
მომსახურების მიღება შესაძლებელია ორი გზით: საკონსულო სამსახურში უშუალო ვიზიტით ან საფოსტო გზავნილით
ა) საკონსულო სამსახურში მიღება წარმოებს მხოლოდ წინასწარ ჩაწერით. საკონსულოში ჩასაწერად შეავსეთ ონლაინ ანკეტა ვებ-გვერდის მეშვეობით და თქვენს მიერ დანიშნულ დღეს წარმოადგინეთ საკონსულოში შემდეგი საბუთები:
1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის ასლი;
2. ქვითარი [მომსახურების საფასურია 24 ევრო]
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.
ბ) საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში საკონსულოს მისამართზე გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:
1. შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა (იხ. ქვემოთ მიმაგრებული დოკუმენტი);
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
3. ქვითარი [მომსახურების საფასურია 24 ევრო]
საბუთები გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
Ambassade de Géorgie
Service Consulaire
104, avenue Raymond Poincaré
75116 Paris
ვინაიდან ინფორმაცია გასაცემი ცნობის შესახებ უნდა გადამოწმდეს შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში, მომსახურების გაწევის საბოლოო ვადა დამოკიდებულია ამ უწყების პასუხზე. საკონსულო სამსახური შუამდგომლობის გადაგზავნას უზრუნველყოფს განაცხადის წარდგენიდან 10 დღის ვადაში.
!!! თუ გსურთ, რომ ცნობა უკან ფოსტით დაგიბრუნდეთ, საბუთებს თან დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა (ერთი ცნობისთვის). წინააღმდეგ შემთხვევაში, ცნობის ასაღებად საკონსულოში მოსვლა შესაძლებელია მხოლოდ პარასკეობით 10სთ-დან 13სთ-მდე.
ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.
თქვენთვის სასურველი მომსახურების მისაღებად, აუცილებელია წინასწარ საფასურის გადარიცხვა საკონსულოს შესაბამის ანგარიშზე და გადახდის დამადასტურებელი დუკუმენტის (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) წარმოდგენა საკონსულოში ვიზიტის დროს.
CIC - Banque Transatlantique
ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie
Banque: 30568 Guichet 19904 № compte 00020091202 Clé 73
IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273
BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP
ყურადღება !!! გადმორიცხვის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს ზუსტი თანხის გადმორიცხვას, დანიშნულების შინაარსის (MOTIF DE L'OPERATION DE VIREMENT) და სახელის გვარის (იმ მოქალაქის სახელი და გვარი, ვისთვისაც განკუთვნილია მომსახურება) მითითებით. გადმორიცხული თანხების იდენტიფიცირებისათვის არ შეიძლება სხვადასხვა შინაარსის მომსახურებისთვის (მაგ. პასპორტი და თარგმანი) თანხების ჯამური გადმორიცხვა. თითოეული მომსახურებისთვის უნდა განხორციელდეს ერთი გადმორიცხვა.
მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
-არ იქნა მიღებული დადებითი პასუხი შესაბამისი კომპეტენტური უწყებიდან;
- განცხადება წარდგენილი იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ;
- მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01.45.02.11.07
ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-17:00 და პარასკევს 10:00-13:00