საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ღვინის სამშობლო

2017 წლის 4 აგვისტოს საქართველოსადმი მიძღვნილ გამოფენას ბორდოს ღვინის ქალაქში  ეწვია საფრანგეთის სოფლის მეურნეობის და საკვები მრეწველობის მინისტრი, სტეფან ტრავერი, რომელსაც საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ქ-ნ ეკატერინე სირაძე-დელონემ უმასპინძლა. იგი გაეცნო ქართული უძველესი კულტურის და ისტორიის ძირითად ასპექტებს და ასევე მიწვეული იქნა 2017 წლის 14 სექტემბერს ღვინის ქალაქის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე.

საქართველო არის პირველი საპატიო სტუმარი ქვეყანა, რომელმაც აღნიშნულ ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში მეღვინეობის უძველესი კულტურის ამსახველი გამოფენა გახსნა. თანამედროვე საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია ხელოვნების მინუშები, ფოტოები და 125 არქეოლოგიური ნივთი, კერძოდ ღვინის ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ნეოლითური პერიოდიდან თანამედროვე დრომდე და ასახავს საქართველოში არსებულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციას.  

გამოფენა 4 თვე გაგრძელდება და დაიხურება 5 ნოემბერს.