2009 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ერიკ ფურნიეს შორის.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების საკითხები და შეაჯამეს 2009 წლის შედეგები.
2009 წლის 21 დეკემბერი
პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი