გთხოვთ, დოკუმენტის ორიგინალთან ერთად, იქონიოთ ასლები!
რა არის გარდაცვალების რეგისტრაცია?
გარდაცვალების რეგისტრაცია ადასტურებს მოწმობაში მითითებული პირის გარდაცვალების ფაქტს.
რა დოკუმენტებია საჭირო გარდაცვალების რეგისტრაციისთვის?
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გარდაცვლილის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- გარდაცვალების დამადასტურებელი ერთ-ერთი შემდეგი საბუთი:
- გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
- უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
- სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
- გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ;
- უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს
შემდეგ ნომერზე 01 45 02 11 07 ორშაბათს და ოთხშაბათს 15სთ-დან 17სთ-მდე და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე
ვიზიტის დასანიშნად მიჰყევით ბმულს
საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება.