
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. ქართული დელეგაციის წევრებმა, როლემთაც ასევე ახლდათ საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე, მონაწილეობა მიიღეს ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) საბჭოს 64-ე სესიაში, სადაც აღნიშნულ ორგანიზაციაში საქართველოს გაწევრიანების საკითხი განიხილებოდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველო EPPO -ს 51-ე წევრად ერთხმად აირჩიეს