28 მაისს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო საფრანგეთში დაფუძნებული ასოციაციის "ქართველ ლტოლვილთა სათვისტომო" 26 მაისის დამოუკიდებლობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ვახშამს, რომელიც პარიზის მე-15 რაიონის მერიაში გაიმართა. 29 მაისს კი "ქართული ხმების" კონცერტს სენ-როშის ეკლესიაში.
ასოციაციის პრეზიდენტის, ოთარ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით წლევანდელი 26 მაისის აღნიშვნა ქართულ-უკრაინულ მეგობრობას მიეძღვნა და მას უკრაინის ელჩი საფრანგეთში, ოლეგ შამშურიც ესწრებოდა.

ოთარ ზურაბიშვილი, ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს ელჩი საფრანგეთში და ოლეგ შამშური, უკრაინის ელჩი საფრანგეთში, 26 მაისის აღსანიშნავ დღესასწაულზე/photo©AGF

"ქართული ხმების" კონცერტი სენ-როშის ეკლესიაში/photo©AGF