საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
2 ოქტომბერს, საფრანგეთში საქართველოს ელჩი, ეკატერინე სირაძე-დელონე ესწრებოდა დიასპორის მინისტრის შეხვედრას ფრანგ ადვოკატ, ჟერარ ჟერმანთან, რომელიც სიღნაღი-შატონოფის დაძმობილების პროექტის ინიციატორია. შეხვედრა გაიმართა ქალაქ ნიცაში.
საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ასევე 4 ოქტომბერს, ქ. პარიზის წმინდა მეფე თამარის სახელობის ტაძარში გამართულ სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას ქართულ დიასპორასთან, რომელსაც ტაძრის მოძღვარმა არქიმანდრიტ ანტონ კანდელაკმა უმასპინძლა.