საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთში საქართველოს ელჩი თეა კატუკია ნორვეგიის ელჩის მიერ გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო

საქართველოს ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში თეა კატუკია საფრანგეთში ნორვეგიის ელჩის ოდა ელენ სლეტნესის რეზიდენციაში, ქალბატონი ელჩებისთვის გამართულ სამუშაო სადილს დაესწრო, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საბერძნეთის, ავსტრალიის, კოსტა-რიკის, ნორვეგიისა და სერბეთის ელჩები.

ელჩებმა ისაუბრეს მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საფრანგეთთან მათი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების დინამიკაზე.