Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში

სიახლეები

საქართველომ ნანტის ფოტოგრაფიისა და კინოს ფესტივალში წლის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

საქართველომ ნანტის ფოტოგრაფიისა და კინოს ფესტივალში წლის საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა

საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა, ქ. ნანტის მერიისა და კლოდ კაენის სახელობის თანამედროვე ფოტოგრაფიის ცენტრის მიწვევით მონაწილეობა მიიღო ფოტოგრაფიისა და კინოს საერთაშორისო ფესტივალის გახსნაში, რომელშიც საქართველო წლის საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.  აღსანიშნავია, რომ ნანტი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია.

 	გოჩა ჯავახიშვილმა პარიზის გეოპოლიტიკის აკადემიაში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გოჩა ჯავახიშვილმა პარიზის გეოპოლიტიკის აკადემიაში გამართულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

16 იანვარს, ქ. პარიზში, გეოპოლიტიკის აკადემიაში კონფერენცია „კავკასია, თანამშრომლობისა და ძალაუფლების დაპირისპირებას შორის“ გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში არსებული სტრატეგიული დინამიკის ანალიზს.

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან

საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა Erasmus+ გაცვლითი პროგრამის მონაწილეებთან

8 იანვარს, საფრანგეთში საქართველოს ელჩმა და იუნესკოში მუდმივმა წარმომადგენელმა, გოჩა ჯავახიშვილმა შეხვედრა გამართა „ახალგაზრდა თაობის" Erasmus+ გაცვლით პროგრამაში მონაწილე ქართულ გუნდთან.  შეხვედრა საქართველოს საელჩოში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციამ ევრაზიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს დელეგაციამ ევრაზიის კვირეულში მიიღო მონაწილეობა

12-14 დეკემბერს, ქ. პარიზში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სათავო ოფისში ევრაზიის კვირეული გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ცისნამი საბაძემ და სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

‼ საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ !!!👇 საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საკონსულოსადმი მოქალაქეთა მზარდი მიმართვიანობის გათვალისწინებით, ცალკე შეიქმნა საკონსულო სამსახურისთვის განკუთვნილი ელექტრონული მისამართი: 👉📧 [email protected] ⚠️ შესაბამისად, მოქალაქეებს ვთხოვთ, ამიერიდან, საფრანგეთში საქართველოს საკონსულოს, [email protected]ის ნაცვლად, მიმართონ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სტაჟირების კონკურსს აცხადებს

საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო სტაჟირების კონკურსს აცხადებს

საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში სტაჟირების კონკურსს აცხადებს საელჩოსა და საკონსულო სამსახურში (ორი ვაკანსია საელჩოში და ერთი ვაკანსია საკონსულო სამსახურში). სტაჟირებას გაივლის განცხადების განხილვის და გასაუბრების შედეგად შერჩეული 3 აპლიკანტი. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით.