საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ახალი რეგულაციები!!

საფრანგეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდასთან დაკავშირებით, პარიზსა და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში (16 რეგიონი) 20 მარტიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდება:👇
- იკრძალება რეგიონებს შორის გადაადგილება გადაუდებელი ან პროფესიული მოტივის დამადასტურებელი საბუთის არარსებობის შემთხვევაში,
- შესაძლებელი იქნება დღის განმავლობაში განუსაზღვრელი დროით გადაადგილება საცხოვრებელი ადგილიდან მხოლოდ 10 კმ-ის რადიუსში და შესაბამისი საბუთის შევსების ვალდებულებით,
- იკეტება არა პირველადი საჭიროების მქონე მაღაზიები ( ტანსაცმლის, ტექნოლოგიის….). ამ ეტაპზე არ იკეტება სასურსათო, წიგნებისა და ავტომობილის ნაწილების მაღაზიები, ასევე სილამაზის სალონები,
- იკრძალება შეკრება პარკებსა და საზოგადოებრივ ადგილებში,
- პირბადის გამოყენება კვლავ ყველგან სავალდებულოა,
- არ იკეტება სასწავლო დაწესებულებები,
- კომენდანტის საათი, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, საღამოს 18 :00-ის ნაცვლად, საღამოს 19:00-ზე დაიწყება,
- კვირაში 5-დან 4 სამუშაო დღე რეკომენდირებულია დისტანციური მუშაობა.