საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

1924 წლის ეროვნული აჯანყებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავი დღე

ა.წ. 21 სექტემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში ლევილის ქართულ მამულში, 1924 წლის ეროვნული აჯანყებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. ქართველთა სათვისტომო საფრანგეთში ბ-ნი ოთარ ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით ამ თარიღს ყოველწლიურად აღნიშნავს.

მოგონების დღე ტრადიციულად ლევილის სასაფლაოზე სულთა მოსახსენებელი პანაშვიდით იწყება, რის შემდეგაც ქართველ ემიგრანტთა ისტორიული კარ-მიდამო სტუმრებს ქართული ტრადიციული სუფრითა და ღვინით უმასპინძლდება.