საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის ვიზიტი ქალაქ სუვინიში

5 თებერვალს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე ეწვია ოვერნ-რონ-ალპის რეგიონში მდებარე ქალაქ სუვინის. მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე სუვინი, ბურბონეს პროვინციის ყოფილი დედაქალაქია და გამოირჩევა უმდიდრესი არქიტექტურული და კულტურული სიმდიდრით.

ელჩი შეხვდა სუვინის მერს, ჟან-კლოდ ალბიუშერს და მერიის გენერალურ დირექტორს ფილიპ ტურენს და მათთან ერთად მოინახულა სუვინის წმინდა პეტრე-პავლეს ტაძარი და წმინდა მარკოზის ეკლესია. ასევე ქალაქის ისტორიული მუზეუმი და ბაღები. შეხვედრისას გამოითქვა სუვინისა და მცხეთის დაძმობილების იდეა. 

 

ფოტოები საელჩოს Facebook გვერდზე