საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილი - პარიტეტული კომისიის დამატებითი სხდომა პარიზის საელჩოში

2016 წლის 9 აპრილს, პარიზში, საქართველოს საელჩოში, გაიმართა ლევილის შატოს მამულისა და ქონების საქართველოსათვის გადმოცემისა და მისი შემდგომი ფუნქციის განსაზღვრის მიზნით შექმნილი პარიტეტული კომისიის დამატებითი სხდომა, რონელიც რამოდენიმე საათი გაგრძელდა და რომელსაც დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე თავმჯდომარეობდა. სხდომას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ,საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი - გოჩა ჯავახიშვილი, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე - დელონე, ხოლო ფრანგული მხარიდან - ამხანაგობა „ქართული კერას" წარმომადგენლები: ირენ ციციშვილი, ეთერ ფაღავა და მამულის მემკვიდრეთა ოჯახის წევრები.

სხდომაზე მოხდა ლევილის მამულის განვითარების პროექტის დეტალების შეფასება და ჰარმონიზაცია ოჯახების მიერ წაროდგენილ ხედვებთან. მხარეების მიერ აღინიშნა, რომ სხდომაზე მიღწეული შეთანხმებები მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯია და ფაქტობრივად წარმოადგენს პარიტეტული კომისიის ფინალურ სხდომას.

 france/12931297_1005075779540282_7505753921193597966_n.jpg

france/12983361_1004873696227157_4113756094289351066_o.jpg

© დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი