საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო საფრანგეთის ენოლოგთა 56-ე ყრილობაზე

 

18 მაისს, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო საფრანგეთის ენოლოგთა 56-ე ყრილობის გახსნას, რომელიც ქალაქ ტურში მიმდინარეობს და, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი. გახსნაზე, ელჩის გარდა დამსწრეებს სიტყვით საქართველოს ეროვნული ღვინის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი სამანიშვილიმაც მიმართა. აღნიშნულ ყრილობაზე საქართველოს მხრიდან ასევე მიწვეულები არიან ენოლოგები ანა გოდაბერიძე, მიხეილ მესხი და რევაზ გოშაძე. 

france/unnamed_(2).jpg

france/unnamed.jpg