საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამის მიზანია ემიგრაციაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება სამშობლოში დაბრუნებისას ხელახალი ინტეგრაციის პროცესში მათ წინაშე წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში, როგორც ჯანმრთელობის პრობლემებთან მიმართებაში, ისე დასაქმების და თვითდასაქმების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

აღნიშნული პროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები (საქართველოს მუდმივი ბინადრობის ნებართვით), რომლებიც:

 

  • საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ ერთ წელზე მეტი ვადით არალეგალურად ან საზღვარგარეთ ჰქონდათ განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე, ან სარგებლობდნენ თავშესაფრით;

 

  • სამშობლოში დაბრუნებიდან 1 წლის განმავლობაში დარეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების" სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მიზნით;

 

პროგრამა ითვალისწინებს შემდეგ მომსახურებებს:

 

 

  • 1 000 ლარის ფარგლებში სამედიცინო მოსმახურების და მედიკამენტების დაფინანსება (მათ შორის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია)
  • სერვისით უზრუნველყოფილია მწვავე, ქრონიკული, სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პირებისთვის საჭირო დიაგნოსტიკა. საჭიროების შემთხვევაში, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დაფინანსება და სათანადო მედიკამენტებით უზრუნველყოფა. სერვისი, ასევე, მოიცავს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციას.

 

 

  •  4 000 ლარის ფარგლებში ბენეფიციართა შემოსავლის წყაროს გაჩენისა და თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის სოციალური პროექტების დაფინანსება
  • დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში
  • საზღვარგარეთ არალეგალურად მყოფი ემიგრანტების დაბრუნებისთანავე, აეროპორტში სამინისტროს წარმომადგენლების მიერ გამოკვეთილი საჭიროების შემთხვევაში ხდება ბენეფიციარის დროებითი განთავსების უზრუნველყოფა არაუმეტეს 4 ღამით
  • სოციალური მომსახურების სააგენტოს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციარების ჩართვის ხელშეწყობა

 

 

2017 წელს სახელმწიფო სარეინტეგრაციო პროგრამის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციებია:

 

ა(ა)იპ საზოგადოებრივი დამცველი;

 ა(ა)იპ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი";

ა(ა)იპ ფონდი „აფხაზინტერკონტი"

ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის

ცენტრი - ბათუმი";

ა(ა)იპ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი"

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

 

საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამასთან

დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია:

 

ტელეფონი: (+995) 32 243 11 00; (+995) 32 231 13 37

ელ. ფოსტა: reintegration@mra.gov.ge

მისამართი: თამარაშვილის ქ. 15ა, 0177, თბილისი, საქართველო

ვებ-გვერდი: www.mra.gov.ge

 

ასევე, თუ თქვენ ხართ საქართველოს მოქალაქე, იმყოფებით საფრანგეთში (ლეგალურად ან არალეგალურად) და გსურთ საქართველოში დაბრუნება, იცოდეთ რომ თქვენთვის არსებობს საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის სამსახურის (OFII-l'Office Français de l'Immigration et de l'Intégration) დახმარება Aide au Retour, რომელიც საშუალებას გაძლევთ საქართველოში დასაბრუნებლად მიიღოთ ფულადი დახმარება.