საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან

france/dato.jpg22 მაისს, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა ქართველი მკითხველის შეხვედრა მწერალ დათო ტურაშვილთან. შეხვედრა, რომელიც დიასპორის დღის აღსანიშნავად ჩატარდა, "ბანკ რესპუბლიკა სოსიეტე ჟენერალის" მხარდაჭერით შედგა და მას პარიზის ქართულმა რესტორანმა « კოლხიდა » უმასპინძლა.

შეხვედრამ, რომელსაც 70ზე მეტი მკითხველი დაესწრო, მხიარულ გარემოში ჩაიარა. მწერალმა მისი რამდენიმე ძველი ნაწარმოების და ბოლო რომანის « სხვა ამსტერდამი » შესახებ ისაუბრა. დასასრულს, "კოლხიდა" სტუმრებს ქართული კერძებითა და ღვინით გაუმასპინძლდა.