საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილი - წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტის ხელმოწერა

2016 წლის 26 მაისს, თბილისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელმძღვანელთა რამდენიმე შთამომავალმა ხელი მოაწერა ლევილის შატოსა და მამულის საქართველოსთვის გადმოცემის წინასწარ განზრახულებათა დოკუმენტს.

აღნიშნული დოკუმენტის ხელმომწერები, ქალბატონები ირენ ციციშვილი და თამარ ჩხენკელი, ბატონები მიშელ რამიშვილი და ტიერი ბერიშვილი (ფირცხალავების ოჯახის სახელით), აღიარებენ რა მიღწეულ პროგრესსა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ადასტურებენ მათ სურვილს და მზადყოფნას ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საბოლოო ოქმი ხელმოწერილ იქნას უახლოეს მომავალში.

ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ეკატერინე სირაძე-დელონე, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე და საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ესწრებოდნენ. 

 

france/13243666_1031527573561769_6817935594115546620_o.jpg

france/13246390_1031527650228428_7810691823600516082_o.jpg

france/13243951_1031527950228398_5130230508560438131_o.jpg