საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიტერატურული ღამე - მე-4 გამოშვება - ნინო ხარატიშვილი

 

france/1_2.jpg

 

2016 წლის ლიტერატურულ ღამეში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს საელჩომ ქართული წარმოშობის გერმანელი მწერალი ნინო ხარატიშვილი შეარჩია, რომლის რომანი « ჩემი საყვარელი ორეული », დომინიკ ვენარის თარგმანით, 2015 წელს გამოსცა გამომცემლობამ Libella. ნაწარმოების ნაწყვეტებს კითხულობდა ფრანგი თეატრის მსახიობი, ჟული გოზლანი. 2016 წლის « ლიტერატურულ ღამეში » საქართველოს მონაწილეობის ფინანსური პარტნიორი იყო კომპანია « სილქნეტი ».

france/22b0b1_ed32e715fbfa434ea1c302c03c025c01_2.jpg

პარიზული "ლიტერატურული ღამის" კონცეპტი მდგომარეობს შემდეგში: ერთ საღამოს, პარიზის ერთერთი უბნის სხვადასხვა ადგილას (ეს იქნება მუზეუმი, კულტურული ცენტრი თუ ადგილი, რეზიდენცია, გალერეა, კაფე თუ ეკლესია) მსახიობები, კითხულობენ სხვადასხვა ქვეყნის მწერლების ფრანგულად თარგმნილი და გამოცემული ნაწარმოებების ნაწყვეტებს. კითხვა იწყება ყოველი საათის დასაწყისში და მასზე დამსწრენი წინასწარ ხელმისაწვდომი ბროშურების დახმარებით არჩევენ მათთვის საინტერესო მწერალს და მთელს საღამოს ატარებენ ლიტერატურულ სეირნობაში. წელს, "ლიტერატურული ღამე" პარიზის მეთორმეტე უბანში, ე.წ. Viaduc des Arts ტერიტორიაზე ჩატარდა. 

france/12933151_10154102113364839_6983684490373276838_n_2.jpg

 

« ლიტერატურული ღამე » არის ლიტერატურული ღონისძიება, რომელიც პარიზში უკვე ოთხი წელია იმართება მაისის თვის ბოლო შაბათს, პარიზის უცხოური კულტურული ინსტიტუტების ფორუმის, FICEP ორგანიზებით.  « ლიტერატურული ღამის » დროს, პარიზის ერთერთ უბანში, მაგრამ განსხვავებულ ადგილას, მსახიობები ან თავად უცხოელი ავტორები, კითხულობენ მათი რომანის/მოთხრობის/პიესის ნაწყვეტებს ფრანგულ ენაზე. კითხვა იწყება ნაშუადღევს და მეორდება ყოველ ერთ საათში ერთხელ, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს, სპეციალურად ამ დღისთვის შედგენილი ბროშურებისა და რუქის მიხედვით იმოძრაონ განსაზღვრული მარშრუტით და დაესწრონ რამდენიმე ნაწარმოების კითხვას.

საქართველოს საელჩო პარიზში უკვე მესამე წელია მონაწილეობს პარიზის « ლიტერატურულ ღამეში »  და ხელს უწყობს ქართველი ავტორების პოპულარიზაციას საფრანგეთში. წინა გამოშვებებში წარმოდგენილი იყვნენ ფრანგულ ენაზე თარგმნილი და გამოცემული ზაზა ბურჭულაძის რომანი « გასაბერი ანგელოზი » და ლაშა ბუღაძის პიესა, « პუტინის დედა ».