საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო, პირველი მიწვეული ქვეყანა ბორდოს ახალ ღვინის მუზეუმში

მუზეუმი, რომელსაც „ღვინის ქალაქის" უდიდესი ნაწილი ეთმობა, 2017 წლის პირველ საზაფხულო გამოფენაზე - „მოწვეული ვენახი", საქართველოს უმასპინძლებს. გამოფენა, სახელწოდებით - "საქართველო - მეღვინეობის აკვანი", 2017 წლის ივლის-აგვისტოში იგეგმება და მის განხორციელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქრთველოს საელჩო საფრანგეთში და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მუზეუმში, პერიოდულად, სხვადასხვა დროებითი გამოფენა, დეგუსტაციები, ღვინოსთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენციები და კულტურული ღონიძიებები გაიმართება. "ღვინის ქალაქში" ყოველწლიურად ათი ათასობით სტუმარს ელოდებიან.

საზეიმო ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

france/13346233_1001490086632490_7080499013431149934_o.jpgfrance/5.jpg

france/1_3.jpgfrance/4.jpg

france/2.jpg