საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორთოგრაფიის დამოწმება

საბუთების ფოსტით გამოგზავნის შემთხვევაში შეავსეთ თანდართული ანკეტა და დაურთეთ შემდეგი დოკუმენტები :

(ცნობა გაიცემა ფრანგულ ენაზე) 

 

1. წერილობითი განცხადება ხელმოწერილი (იხილეთ დანართი)

2. პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

3. ფრანგული დოკუმენტის ასლი, სადაც სახელი და გვარი სხვა ორთოგრაფიით არის მითითებული

4. ცნობის საფასურია  - 24 ევრო, გადახდის დამადასტურებელ ქვითარს (AVIS D'OPERATION DE VIREMENT) დაურთავთ საბუთებს  

 

ყურადღება!!! საკონსულო სამსახური გადავიდა საბანკო გადარიცხვით თანხის გადახდის მეთოდზე.


CIC - Banque Transatlantique 

ანგარიშის ნომერია: Titulaire du compte - Consulat Ambassade de Georgie

Banque: 30568  Guichet 19904   № compte  00020091202  Clé  73

IBAN: FR76 3056 8199 0400 0200 9120 273

BIC (Bank Identifier Code) : CMCIFRPP

 

 

აღნიშნული საბუთები  გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:

Ambassade de Géorgie

Service Consulaire

104, avenue Raymond Poincaré

75116 Paris

 

თუ გნებავთ, რომ ცნობა დაგიბრუნდეთ სახლში, დაურთეთ აგრეთვე საშუალო ან დიდი ზომის კონვერტი (ფორმატი A4 ან A5), რომელსაც ეწერება თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი და ეკვრება 6,00 ევროს ოდენობის საფოსტო მარკა. აღნიშნული კონვერტით დოკუმენტები უკან დაგიბრუნდებათ.

 

საკონსულოში მოსვლის შემთხვევაში წინასწარ შეხვედრის დასანიშნად ანკეტას ავსებთ საკონსულოს ვებ-გვერდზე და წარსდგებით თქვენს მიერ მონიშნულ დღეს ზემოაღნიშნული დოკუმენტებით;

 

მომსახურება ხორციელდება 10 დღის ვადაში

 

 საკონსულოში ვიზიტზე ტელეფონით ჩაწერა არ ხორციელდება. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საკონსულო სამსახურს 01 45 02 11 07

ორშაბათს და ოთხშაბათ15სთ-დან 17სთ-მდე  და პარასკევს 10სთ-დან 13სთ-მდე