საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლევილის შატო და მამული საქართველოს გადმოეცა

23 სექტემბერს, ლევილის მამულში საზეიმოდ მოეწერა ხელი ლევილის მამულისა და შატოს საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტს. ცერემონიას, რომელიც საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა, ესწრებოდა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, გელა დუმბაძე, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიგი გიგიაძე. ხელმოწერის დროს შესრულებულ იქნა ქართული სიმღერები, ანსამბლ « მაჩაბელას » შესრულებით.

ხელმოწერის დასრულების შემდეგ, დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონემ. ღონისძიების დასასრულს საელჩო კოქტეილით გაუმასპინძლდა სტუმრებს.

photos©Shalva Khkhnashvili

france/Leuville_23_sept_2016_web_(3).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(18).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(28).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(51).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(53).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(56).jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(60).jpg

france/5_3.jpg

france/Leuville_23_sept_2016_web_(73).jpg

france/14355532_1111900568857802_1923016520827693106_n.jpg