საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ვიზიტი ბორდოს ღვინის ქალაქში

მიმდინარე წლის 9-10 მაისს შედგა გამოფენა „საქართველო-მეღვინეობის აკვანი" კოორდინქტორის, დავით ტყემალაძისა და ასოციაცია „ქართული ღვინოს" აღმასრულებელი დირექტორის, თინა კეზელის ვიზიტი ქ. ბორდოს ღვინის ქალაქში. დელეგაციას თან ახლდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე-დელონე. ვიზიტის მიზანი იყო ბორდოს "ღვინის ცივილიზაციათა" მუზეუმში  ქართული ღვინოსა და მეღვინეობის შესახებ გამოფენისა და პარალელური ღონისძიებების  ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. შედგა სამუშაო ვიზიტები ღვინის ქალაქის გენერალურ დირექტორთან, ფილიპ მასოლთან, კულტურის დეპარტამენტის დირექტორთან, ლორანს შენო-დიუპენთან, დროებით გამოფენებზე პასუხუსმგებელ, მარიონ ებერთან და საქართველოს გამოფენაზე პასუხისმგებელ, პირე მიშოსთან. ვიზიტისას აგრეთვე განხილულ იქნა გამოფენის ირგვლივ კომუნიკაციის საკითხები.

 

france/download.jpg

france/sd_2.jpg

france/pirosmaniciteduvin.jpg