საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართულ-ფრანგული დღე ლევილში

2017 წლის 30 სექტემბერს, ლევილში გაიმართა რიგით მე-15 ქართულ-ფრანგული დღე.  ღონისძიება, რომელსაც 15 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად ტარდება ლევილის მერიისა და ამხანაგობა "ქართული კერას" ორგანიზებით. წელს ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეზე დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა ანსამბლი ‘'მზე შინა'', რომელმაც ქართული, ტრადიციული პოლიფონიური სიმღერები შეასრულა. ასევე  ბავშვთა სასკოლო გუნდი ლევილიდან, ტრადიციული ფრანგული სიმღერებით.

ქართულ-ფრანგულ კულტურის დღეს ესწრებოდა ლევილის მერი, ერიკ ბრივი და საფრანგეთში მცხოვრები თანამემამულეები.