საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გამოფენა ''საქართველო, მეღვინეობის აკვანი'' გრძელდება

გრძელდება ღონისძიებები ბორდოს ღვინის ქალაქში, გამოფენა ''საქართველო, მეღვინეობის აკვანი''-ის ფარგლებში. 11 ოქტომბერს, საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე და საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ეწვივნენ ქ. ბორდოს, ცნობილი ამერიკელი ენოლოგის პატრიკ მაკგოვერნის მიერ გამართულ კონფერენციაზე დასასწრებად. კონფერენციის თემას ქართული მეღვინეობის კულტურა და მისი ისტორია წარმოადგენდა. აღსანიშნავია დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ. ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიება, მათ შორის ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ ‘'ბასიანის'' კონცერტი.

ბორდოს ღვინის გამოფენა ‘'საქართველო - მეღვინეობის აკვანი'' 31 ივლისს გაიხსნა და 5 ნოემბრამდე გაგრძელდება.