საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბრიჯიტ მაკრონის საპატივცემულოდ გამართული სადილი

ქალ ელჩთა კლუბის ფარგლებში, მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, შვედეთის ელჩის მიერ ორგანიზებულ სადილს დაესწრო, რომელიც საფრანგეთის პირველი ლედის, ბრიჯიტ მაკრონის საპატივცემულოდ გაიმართა. ოფიციალურ სადილზე იმყოფებოდნენ საფრანგეთში მისიით მყოფი სხვადასხვა ქვეყნების ქალი ელჩები. შეხვედრის განმავლობაში საუბარი შეეხო ისეთ თემებს როგორიცაა ქალთა დისკრიმინაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქალთა როლის წინ წამოწევა, ქალთა დაწინაურება სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოლიტიკურ თუ ბიზნეს თანამდებობებზე და მასთან დაკავშირებული პრობლემები, გოგოებისა და ბიჭების გენდერ სენსიბილიზაცია და შესაბამისი განათლება.