საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ: შეიქმნა Schengen/EU APP - მობილური აპლიკაცია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აძლევს საშუალებას გამოითვალონ შენგენის ზონაში გატარებული და უვიზო მიმოსვლის წესების შესაბამისად, დარჩენილი დღეების რაოდენობა.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის მიერ დათვლილ დღეებს აქვთ მხოლოდ სარეკომენდაციო და დამხმარე ხასიათი. ისევე, როგორც ევროკიმისიის მიერ შექმნილი კალკულატორს, Schengen/EU APP არ აქვს რაიმე იურდიული ძალა.

აპლიკაცია შექმნილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ\" საქართველოს კანონთან სრულ შესაბამისობაში. აპლიკაციაში მითითებული ინფორმაცია ინახება მხოლოდ მომხმარებლის მიერ გამოყენებულ მოწყობილობაზე და, შესაბამისად, მასზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ მომხმარებლის მოწყობილობიდან.

https://geoconsul.gov.ge/ka/schengen 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა.

გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი სტატუსი საქართველოს საკონსულო სამსახურთან ტელეფონის ნომერზე (+33 1) 45 02 1 ზარების მიღება ხორციელდება ორშაბათს და ოთხშაბათს 15:00-დან 17:00 საათამდე და პარასკევს 10:00-დან 13 საათამდე.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

Occupied Territories of Georgia

eVISA portal