საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საფრანგეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის აღიარების ასი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

საფრანგეთის მიერ საქართველოს პირველი რესპუბლიკის  აღიარების ასი წლისთავის აღსანიშნავად, საფრანგეთის ქართული სათვისტომოს გადაწყვეტილებით და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ამა წლის 26 სექტემბერს, ინვალიდების სასახლეში გაიმართა გათავისუფლების ჯვრის მფლობელის, ბირ-ჰაკეიმის გმირის, 1942 წელს ელ-ალამეინის ბრძოლაში საფრანგეთისთვის დაღუპული, ლეგენდარული ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი ამილახვარისთვის და ყველა იმ ქართველი სამხედროსთვის პატივის მიგების ცერემონია, ვინც საფრანგეთისთვის ბრძოლისას დაიღუპა.  ცერემონიას დაესწრნენ  საქართველოს პრეზიდენტი და საფრანგეთის უმაღლესი პოლიტიკური და სამხედრო თანამდებობის პირები.

იმავე საღამოს, პარიზის ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა ცეცხლის გაღვივების ცერემონია.