საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს საქართველოში ტარდება საპარლამენტო არჩევნები. იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს მოგეცეთ შესაძლებლობა ისარგებლოთ კონსტიტუციური უფლებით და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, საჭიროა, გქონდეთ საქართველოს მოქმედი პირადობის მოწმობა ან პასპორტი და იდგენთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, რამდენიმე გზით:👇

🛑 საკონსულო სამსახურში გამოცხადების გზით (საჭიროა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა);
🛑 ვებ გვერდის მეშვეობით (www.geoconsul.gov.ge საჭიროა ვებ გვერდზე რეგისტრაცია და ფოტოს ატვირთვა) .
🛑 საფოსტო გზავნილით (იხ ინფორმაცია http://france.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1935&lang=1);

📌აღნიშნული პროცედურების კიდევ უფრო მეტად გამარტივების მიზნით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 14 და 18 სექტემბერს 10 საათიდან 15 საათამდე აცხადებას ღია კარის დღეს და საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მსურველებს სთავაზობს მომსახურებას, ადგილზე გამოცხადების გზითაც, წინასწარი ჩაწერის გარეშე.

შემდგომში, გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ მობრძანდეთ ზემოაღნიშნულ დღეებში და დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა შემდგომ მოხვდეთ საქართველოს საელჩოს შენობაში გახსნილი საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სიაში. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ ,ადგილზე გადაამოწმოთ, დგეხართ თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე.