საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️



საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განხადებით, ქვეყანა ეპიდემიის მესამე ფაზაზე გადავიდა.

- დღეს, ღამის 12 საათიდან იხურება ყველა რესტორანი, კაფე, კინოდარბაზი და ღამის კლუბი, ასევე, სასიცოცხლოდ არააუცილებელი ყველა სხვა დაწესებულება.

-არ დაიხურება: სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, სიგარეტის მაღაზიები და ბანკები.

-მოწოდება მოსახლეობისთვის: მინიმუმამდე შეამცირეთ გადაადგილება, კონტაქტები და სხვადასხვა სახის ოჯახური შეკრებები.

-სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირები უნდა დარჩნენ შინ, არ უნდა მიიღონ მნახველები, თავი აარიდონ მცირეწლოვნებთან კონტაქტს.

-ვირუსის შედარებით მსუბუქი სიმპტომების მქონე პირები ასევე უნდა დარჩნენ სახლებში.

-სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში კი, უნდა დარეკოთ ნომერზე: 15.

საჭიროების შემთხვევაში შეგახსენებთ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზის ნომრებს:
🛑 (+33)783318689, (+33)659988869