საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს განათლების მინისტრთა კონფერენცია

2019 წლის 26 ნოემბერს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის  30-ზე მეტი განათლების მინისტრი დაესწრო პარიზში, ორგანიზაციის საფრანგეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში გამართულ ევროპის საბჭოს განათლების მინისტრთა კონფერენციას. კონფერენციაზე იმსჯელეს ციფრული ეპოქაში მოქალაქეების განათლების საკითხზე და ევროპის ისტორიის სწავლებისთვის ობსერვატორიის შექმნის პროექტზე.

კონფერენციაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში ქალბატონმა თეა კატუკიამ. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს განათლების სისტემისთვის აღნიშნული საკითხების მნიშვნელობაზე  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა გაგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდშიც.