საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში მიმდინარე „UNESCO“-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ხათუნა თოთლაძის ხელმძღვანელობით, პარიზში მიმდინარე „UNESCO“-ს გენერალური კონფერენციის მე-40 სესიაში მონაწილეობს.

ზოგადი პოლიტიკური დებატების ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მინისტრის მოადგილემ საქართველოსა და „UNESCO“-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების კუთხით ქვეყნის ძალისხმევაზე ისაუბრა.

 ხათუნა თოთლაძემ კვლავ გაამახვილა ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემატიკაზე და დააფიქსირა პროცესებში ორგანიზაციის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობა, განსაკუთრებით, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საქმეში.

 „UNESCO“-ს გენერალური კონფერენციის სესიამ, 2020-2021 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში, დაამტკიცა ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილე. თარიღი 2021 წელს, იუნესკოს თანამონაწილეობით აღინიშნება.

ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/8bf7a