საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბერში საფრანგეთის რესპუბლიკაში მიავლინა სამი მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც, ფრანგ კოლეგებთან ერთად, არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იმუშავებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის სექტემბერში
საფრანგეთის რესპუბლიკაში მიავლინა სამი მეკავშირე ოფიცერი, რომლებიც,
ფრანგ კოლეგებთან ერთად, არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით იმუშავებენ. აღნიშნულ
გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან
საქმეთა მინისტრების მიერ ხელმოწერილი ადმინისტრაციული შეთანხმება, რომელიც
მიზნად ისახავს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ ქვეყანას შორის
არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

საქართველოს და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შიდა
უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხების
ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საფრანგეთის
რესპუბლიკაში 2014 წლიდან მივლინებული ჰყავს პოლიციის ატაშე, რომლის
მუშაობა დადებითად აისახა ფრანგულ-ქართულ საპოლიციო თანამშრომლობაზე.