საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ:
საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ, 2018 წლის 28 ოქტომბერს დანიშნულ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში.

🗓️ 📬 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის N277/2018 განკარგულებით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შენობაში შეიქმნა N40 საარჩევნო უბანი. მისამართი: 104, avenue Raymond Poincare, 75116 Paris. საარჩევნო უბანი ღიაა 28 ოქტომბერს, დილის 8 საათიდან საღამოს 20.00 საათის ჩათვლით.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირი უნდა იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოს რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის  მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა.