საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რატომ უნდა მისცეს ევროპამ საქართველოს ნამდვილი შანსი

ახლოვდება ნოემბრის თვეში დაგეგმილი ვილნიუსის სამიტი და ევროკავშირიც, ავად თუ კარგად, ცდილობს, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყანა წარმატების სიმბოლოდ წარმოაჩინოს. ეს როლი ყველაზე კარგად საქართველოს მოუხდება, სადაც შედარებით თავისუფალი და ლოიალური არჩევნების შედეგად მოხდა მთავრობის მეთოდური ცვლილება. ეს საკმაოდ შვიათი მოვლენაა პოსტ საბჭოთა სივრცისათვის.

თუმცა ევროპის სახალხო პარტია აგრძელებს ახალი მთავრობის დისკრედიტაციის თავის კამპანიას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ვილნიუსის სამიტზე. რა შედეგებს მიაღწია საქართველოს მთავრობამ ცხრა თვის განმავლობაში? ნომერ პირველი პრიორიტეტი იყო სამართლებრივი სახელმწიფოს გაძლიერება და ამისათვის განხორციელდა სასამართლო სისტემის მასშტაბური რეფორმა, ასევე, მოხდა უზენაესი სასამართლოს არჩევა. აღნიშნულ ინიციატივას ყველა მიესალმა, განსაკუთრებით იმ სკანდალური ფაქტების გახმაურების შემდეგ, რამაც წინა ხელისუფლების დისკრედიტაცია გამოიწვია. გატარდა რეფორმები ადგილობრივ თვითმმართველობაში, რასაც მოყვა ზედა რგოლიდან ადმინისტრაციის ყველაზე დაბალ დონეებზე გადაწყვეტილების უფლების დელეგირება. განახლდა შრომის კოდექსზე მუშაობა მისი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამოსობაში მოყვანის მიზნით. რეფორმებმა მოიცვა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების სფეროები. მთავრობამ მიიღო ზომები ადამიანების პირადი ცხოვრებისა და მონაცემების დაცვის უზრუნველსაყოფად. მიმდინარეობს მუშაობა უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ კანონზე.

საქართველოს კვლავ სურს ევროპული ინტეგრაცია

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, არ მომხდარა ძირეული ცვლილებები. საქართველოს ურყევი ნებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია და რაც შეიძლება სწრაფად. მსხვერპლის მიუხედავად, საქართველომ ბოლომდე დაიცვა ავღანეთის მიმართ აღებული ვალდებულება. რაც შეეხება რუსეთის საკითხს, საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ დიდ მეზობელთან ურთიერთობა სჯობს მის იგნორირებას. ამაში მას ევროკავშირიც უჭერს მხარს. აღნიშნულმა პოზიციამ შეასუსტა რუსული ემბარგო ქართულ ექსპორტზე, ასევე შეარბილა სავიზო პოლიტიკა, რაც ადამიანების გადაადგილებას უწყობს ხელს და დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. საქართველოს რუსეთთან თანამშრომლობის ნებას, მის სურვილს მოიძიოს გამოსავალი და ამავდროულად ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს პოზიციის ურყევობას, სავარაუდოდ მიესალმებიან.

ეს ყველაფერი ცოტა არ არის მთავრობისათვის, რომელიც მხოლოდ ცხრა თვეა ხელისუფლებაში. საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის თვისათვის არის დაგეგმილი. გამოკითხვების მიხედვით ქართული ოცნება დაამარცხებს პრეზიდენტ სააკაშვილს და ამით დასრულდება თანაცხოვრების რთული პერიოდი.

საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ჰამარბერგმა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის საქართველოს მთავრობის ხედვა მოიწონა. Amnesty International-ი და Human Rights Watch-იც დაინტერესდნენ აღნიშნული საკითხით. ევროპარლამენტის მრავალფრაქციანმა დელეგაციამ, რომელიც ბოლო პერიოდში სტუმრობდა საქართველოს, მოიწონა მთავრობის მიღწევები.

თუმცა, ზოგიერთს ევროპის სახალხო პარტიაში (რომლის წევრიც არის სააკაშვილის პარტია) არ სურს წარმატებების აღიარება. ისინი აყენებენ ბრალდებებს შერჩევითი სამართლის შესახებ და აკრიტიკებენ ოპოზიციის ლიდერების დაკავებებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები გააჩნია. ისინი საუბრობენ მთავრობაზე, რომელმაც  « წითელი ზოლი » გადაკვეთა და იმუქრებიან, რომ საქართველოს წინააღმდეგ იმგვარ კამპანიას ააგორებენ, რაც ხელს შეუშლის ამ ქვეყანას ვილნიუსის სამიტზე ხელი მოაწეროს ასოცირების შესახებ შეთანხმებას.

ევროპის სახალხო პარტიამ უნდა დაიცვას ევროპის დემოკრატიული ღირებულებები

რატომ არ შეძლება დავადანაშაულოთ ევროპის სახალხო პარტია შერჩევითი სამართლის გამოყენებისათვის მაშინ, როდესაც ის თვითონ ხუჭავდა თვალს წინა ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადამეტების ბევრ ფაქტზე. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევები დოკუმენტალურად არის აღნუსხული ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა  და საერთაშორისო გამჭვირვალობას მიერ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცხრა წლიანი მმართველობის დროს გასკდა ციხეების ცნობილი სკანდალი; ბევრი ქართველი გახდა იძულებული სახელმწიფოსთვის ქონება დაეთმო და ბევრ მათგანს, ვინც მხარს არ უჭერდა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, უფლება არ ჰქონდათ ემუშავათ სახელმწიფო სამსახურში. სააკაშვილის პირად დაცვას 3 500 ადამიანი ემსახურებოდა და არსებობდა ე.წ. შავი სალარო, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტს ითვლიდა. ეს ყველაფერი საპარლამენტო კონტროლის მიღმა რჩებოდა.

ევროპის სახალხო პარტია ცნობილია იმით, რომ თვალს ხუჭავს  თავისი მოძმე პარტიების ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე - როდესაც უნგრელი ვიქტორ ორბანი ეწვია ევროპის პარლამენტს  საკონსტიტუციო ცვლილებები სკანდალის  ფონზე, დეპუტატები მას ოვაციით შეხვდნენ. თუმცა მისი, როგორც ევროპარლამენტის ყველაზე მრავალრიცხოვანი პარტიის ვალია, დაიცვას ევროპის დემოკრატიული ღირებულებები. 2004 წელს სააკაშვილის მიერ განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რითაც მას დიდი ძალაუფლებას მიანიჭა  აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების საზიანოდ, დაგმო ვენეციის კომისიამ. მთავრობა ასევე უხეშად ერეოდა მედია საშუალებების მუშაობაში და სხვადასხვა სფეროში ქმნიდა მონოპოლიებს. თუმცა, დემოკრატიული პრინციპების ჩამოშლას არ მოჰყოლია რეაქცია ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან, რომელიც ჯიუტად დუმდა.

სასურველი იქნება, რომ ევროპის სახალხო პარტიამ გაითვალიწინოს  ამერიკული და ევროპული ოფიციალური წყაროების, აგრეთვე საერთაშორისოდ  აღიარებული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, სანამ  კვლავ თავს დაესხმება საქართველოს. ახალი მთავრობა არ არის იდეალური. ბევრისთვის ეს პირველი გამოცდილებაა და ჩვენ უნდა  ველოდოთ შეცდომებს. მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ ისინი სწორ გზაზე დგანან. ეს არის პროგრესული და დემოკრა