საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

რწმუნებათა სიგელების გადაცემა პარიზში

2007 წლის 30 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა მამუკა კუდავამ რწმუნებათა სიგელები გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაკს.         

სიგელების გადაცემის შემდეგ გაიმართა პირისპირ შეხვედრა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ელჩს წარმატება უსურვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საფრანგეთსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვაზე, როგორც ბუნებრივ, ისტორიულ პროცესზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ელჩს საუკეთესო სურვილების გადაცემა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტისადმი.

2007 წლის 30 მარტი

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal