საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

«ქართული კულტურული სეზონი»

2007 წლის 10 სექტემბერს საფრანგეთში მიმდინარე «ქართული კულტურული სეზონის» ფარგლებში საელჩომ გამართა საფრანგეთში ცნობილი ფრანგულ-ქართული კვარტეტის «არპეჯიონეს»  კონცერტი, პარიზის ინვალიდების სასახლის «გრანდ სალონში».

აღნიშნული ღონისძიება ასევე მიეძღვნა საქართველოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 15 წლისთავს. ღონისძიებას  დაესწრო 300 სტუმარი საფრანგეთის პოლიტიკური და კულტურული წრეებიდან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური მისიების ხელძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. კონცერტს ესწრებოდა პარიზში ვიზიტით მყოფი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი.

 

2007 წლის 10 სექტემბერი