საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველო ფსონს ნატოზე ჩამოდის, რომ განთავისუფლდეს რუსეთის მარწუხებისგან - Le Monde

31.10.07.

საგანგებო კორესპონდენტისგან

2006 წლის ნოემბერში მოსკოვის მიერ თავსმოხვეული სუსხიანი ემბარგოს შემდეგ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში დათბობის არავითარი ნიშანწყალი არ შეიმჩნევა. საერთო საზღვარი დაკეტილია, მატარებლები არ მოძრაობენ, საჰაერო კავშირი მოსკოვსა და თბილისს შორის არ აღმდგარა.

საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის განცხადებები, სადაც დასავლეთის ქვეყნებს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადის ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ცეცხლზე ზეთის დასხმის მსგავსია. რუსული « ნეზავისიმაია გაზეტასთვის » ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ბატონი შევარდნაძე, რომელიც თავის დროზე სსრკ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, გაოცებას გამოხატავს ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ. რუსეთის ფედერაციის დასასვენებელი კურორტი და სპორტის ზამთრის სახეობების ცენტრი სოჭი, მხოლოდ 30 კილომეტრში იმყოფება საქართველოს სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთიდან, რომელიც მოსკოვის მხარდაჭერით სარგებლობს. საქართველოს მთავრობა ნაკლებად კატეგორიულია. მაგალითად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას მიაჩნია, რომ მოსკოვის მიერ სოჭისთვის განსაზღვრული 8 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციებმა – « უნდა წაახალისონ როგორც ეკონომიკური განვითარება, ისევე გადაწყვეტილების მიღების ძიება ».

ამჟამად, აფხაზეთში არსებული ვითარება შორს არის სტაბილურისგან. 18 ოქტომბერს, ქართულ პოლიციასა და აფხაზ « მესაზღვრეებს » შორის მომხდარ ინციდენტს ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. 20 სექტემბერს, გაეროს რაპორტის მიხედვით « პირისპირ გასროლით », საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ ორი რუსი ოფიცერი იქნა მოკლული. მოსკოვმა შემდგომ განმარტა, რომ ორი ოფიცერი, აფხაზეთში რუს სამშვიდობოთა ყოფილი წევრები, დაქირავებულ იყვნენ ინსტრუქტორებად აფხაზი ძალოვნების მიერ.

გაეროსეულ სამშვიდობო მანდატს ამოფარებული, რუსეთი აქეზებს შავიზღვისპირეთის ამ სტრატეგიული რეგიონის სეპარატისტულ ზრახვებს, ამარაგებს სეპარატისტებს ლოგისტიკური მხარდაჭერით და ურიგებს რუსულ პასპორტებს ადგილობრივ მოსახლეობას. ბოლო ხანს სეპარატისტები დაიმედდნენ : თუკი კოსოვო მოიპოვებს დამოუკიდებლობას, რატომაც არა აფხაზეთი ? ეს პარალელი, სხვათა შორის, ვლადიმერ პუტინის მიერ არის გავლებული.

პროდასავლურმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უხვად გასცა დაპირებები საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში დაბრუნების შესახებ, მაგრამ მისი მოქმედების სივრცე შეზღუდულია. აფხაზები და ქართველები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან, ვერავითარმა სამშვიდობო გეგმამ ვერ იხილა დღის სინათლე. 15 ოქტომბრის რეზოლუციის თანახმად, გაერომ განავრცო რუსი სამშვიდობოების მანდატი, რაც დათმობაა მოსკოვის მიმართ, თუმცა კვლავ აღიარა საქართველოს მთლიანობა, ეს კი პოზიტიური გზავნილია ქართველების მისამართით. თოთხმეტი წლის განმავლობაში ტომარაში მოქცეული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი, რუსეთსა და საქართველოს სორის პოტენციური დაპირისპირების სივრცედ რჩება.

მაგრამ, ყველაზე სერიოზული ინციდენტი ორ მეზობელს შორის სეპარატისტული რეგიონების ცეცხლის შეწყვეტის ხაზგამტარ ზონებს გარეთ მოხდა. 6 აგვისტოს, რუსული ჭურვი ჩამოგდებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, რაიმე მსხვერპლის გარეშე. ეუთოს რაპორტმა არ გაფანტა ნისლი ინციდენტის არსის შესახებ. მოსკოვმა უარყო ყოველგვარი მონაწილეობა. თუმცა, დასავლელი სამხედრო ექსპერტები კატეგორიულნი არიან : რუსული წარმოების რადარსაწინაამღდეგო რაკეტა KH-58 ნამდვილად იყო ნასროლი. წვის ნაკვალევი ნაპოვნი იყო მის ძრავზე. და, სხვათა შორის, ქართულმა რადარებმა აღბეჭდეს იმ დღეს ჩრდილოეთიდან შემოსული თვითმფრინავების კვალი.

ეს ინციდენტი აძლიერებს ნატოს ჰაერსაწინაამღდეგო თავდაცვით სისტემაში სწრაფი ინტეგრაციის აუცილებლობას თბილისის თვალში. ამჟამად, ქვეყანას არ გააჩნია « გრადუსირებული რეაგირების » საშუალება, ერთადერთ ობციად უცხო თვითმფრინავის ჩამოგდება რჩება. ახალი რადარები შესაძლოა მიწოდებულ იქნან ალიანსის წევრი ქვეყნების მიერ. საქართველო ცდილობს შეიძინოს დამჭერი თვითმფრინავები, მაგრამ არ აქვს ამის საშუალება თავდაცვის ბიუჯეტის მუდმივი ზრდისდა მიუხედავად (600 მილიონი დოლარი 2007 წელს, მხოლოდ 27,5 მილიონი 2004წ.).

თბილისში, თავის კაბინეტში მყოფი ბატონი ქუთელია ამტკიცებს : « ნატოს წევრობა ჩვენი უსაფრთხოებისთვის საუკეთესო გარანტია იქნება. ეს ასევე მოუტანდა სტაბილურობას მთელს რეგიონს, მაგრამ ყველა ქვეყანა ასე არ ხედავს სიტუაციას. » ვაშინგტონის მხარდაჭერით გამაგრებული საქართველო იმედოვნებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ი, ეტაპი ნ°3 გაწევრიანების ოთხეტაპიან პროცესში) მიღებას უკვე 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე. 2006 წლიდან « ინტენსიურ დიალოგში » ჩაბმულ საქართველოს ცალი ფეხი უკვე ნატოში აქვს. მან შექმნა პროფესიული არმია (28 000 კაცი) და მოახდინა თავდაცვითი ინფრასტრუქტურების მოდერნიზება. სენაკის ბაზა განახლებულ იქნა, კიდევ ერთი შენდება გორში.

ქართულ გაერთიანებულ სარდლობაში, ათობით უცხოელი მრჩეველია, ძირითადად თურქები და ამერიკელები. მაშინ როდესაც თურქები სამხედრო ინფრასტრუქტურების მშენებლობის ბაზარზე აქტიურობენ, ამერიკელები წვრთნიან ერაყში გამგზავრებისთვის განკუთვნილ კონტინგენტს (2 000 კაცი) და აღჭურვიან ქართულ ჯარს.

                                                                                                                      მარი ჟეგო

                                                                                                                        თბილისი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal