საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

50 000 მანიფესტანტი შეიკრიბა პრეზიდენტის წინაამღდეგ თბილისში - Le Monde

პირველად თავისი არჩევის შემდეგ 2004 წელს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებების წინაშე აღმოჩნდა. კრიტიკული მანიფესტის გამოქვეყნების შემდგომ ერთი ბაირაღის ქვეშ გაერთიანებულმა ათმა პარტიამ მოუწოდა ხალხს შეკრებილიყვნენ 2 ნოემბერს თბილისში. იდეა გულისხმობს საპროტესტო მოძრაობის გავრცობას მთელს ქვეყანაში, ანუ 2003 წლის « ვარდების რევოლუციის » ერთგვარ გამეორებას.

ოპოზიცია ითხოვს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 2008 წლის გაზაფხულზე, როგორც ამას ითვალისწინებს კალენდარი, და არა შემოდგომაზე, როგორც ეს გადაწყვიტა პრეზიდენტმა. მას (ოპოზიციას) ასევე განზრახული აქვს საპარლამენტო რესპუბლიკის დამყარება. პატრიარქის მიერ გახმოვანებული კონსტიტუციური მონარქიის იდეაც მოიხსენიება ხოლმე, მაგრამ ტახტის მემკვიდრე ბაგრატიონი ესპანეთის მოქალაქეა და არ ლაპარაკობს ქართულად, ამბობენ თბილისში.

« პოლიტიკური ტერორი მეფობს, უფლებები გათელილია », ბრალს სდებს ხელისუფლებას 17 ოქტომბრის მანიფესტი. ტექსტი სიტყვასიტყვით იმეორებს კრიტიკას, რომელიც გამოთქვა სექტემბრის ბოლოს თავდაცვის ექს-მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა. თავისი პოსტიდან 2006 წელს განთავისუფლებული მიხეილ სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლი, მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა იმედის არხზე 25 სექტემბერს, დასდო რა თავის ყოფილ უფროსს ბრალი იმედის არხის მფლობელის, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მცდელობაში და ასევე 2005 წელს ექს-პრემიერ მინისტრის, გაზის მოწამვლით გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზების გამოძიების ანკეტის მიჩქმალვაში.

გადაცემის მეორე დღეს ოქრუაშვილი დაპატიმრებულ იქნა « კორუფხიის » გამო. 6 მილიონიანი გირაოს გადახდისა და განთავისუფლების შემდეგ, ის გაათავისუფლეს ციხიდან და განმარტოებაში ცხოვრობს. ხუთშაბათს ურთიერთგამომრიცხავი ხმები დაირხა მისი გამგზავრების შესახებ გერმანიაში თუ საფრანგეთში. თავდაცვის მინისტრობის ჟამს შეიარაღებული პირების გარემოცვაში თავისი ხშირი სატელევიზიო გამოჩენებით ცნობილ ბატონ ოქრუაშვილს  « ქორის » რეპუტაცია აქვს. ის არ მალავდა თავის სურვილს, ძალით გადაეჭრა აფხაზეთისა და ოსეთის, საქართველოს ამ ორი სეპარატისტული რეგიონის პრობლემა. თბილისში ამბობენ, რომ ის იქცა შემაწუხებელ ფიგურად ამერიკელების თვალში, რომლებმაც ურჩიეს პრეზიდენტს მისი მოშორება 2006 წლის რუსულ-ქართული კრიზისის შემდეგ.

ვნებათაღელვის ცენტრალური ფიგურა, ოლიგარქი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონს გაემგზავრა. მან განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, დააფინანსოს ოპოზიციის საქმიანობა, კერძოდ პროვინციიდან სამანიფესტაციოდ თბილისში ხალხის ჩამოყვანა. ლონდონში გახიზნული მილიარდერი ბორის ბერეზოვსკის ყოფილ მარჯვენა ხელს არ დაენანა თავისი საფულე სახელისუფლებო გუნდის დასაფინანსებლად. ისევე როგორც ბერეზოვსკი, ისიც დევნილი ბიზნესმენის როლში აღმოჩნდა, რომელიც ბაქიობს "ფერადი რევოლუციების” დაფინანსებით.

რამდენი მანიფესტანტი შეიკრიბება 2 ნოემბერს? თავდაცვის მინისტრის დაპატიმრების შემდეგ ათასობით ქართველმა მოიყარა თავი პარლამენტთან შეძახილებით, "სააკაშვილო გადადექი!”. პრეზიდენტი ჯერაც ძლიერ პოპულარულია. თუმცა, მისი ახალგაზრდული გუნდის მიერ გატარებულ ულტრალიბერალურ პოლიტიკას იმედგაცრუება მოჰყვა, და ეს მიუხედავად ცხოვრების დონის აშკარა გაუმჯობესებისა: ელექტრობის შეწყვეტა ბევრად იშვიათია, კორუფცია მოთოკილია. მაგრამ ეკონომიკური ბუმის (9% 2004-დან მოყოლებული) უპირატესობა ყველასთვის ვერ არის საგრძნობი.

დღესდღეობით, ოპოზიციის ვერცერთი ლიდერი ვერ შეეჯიბრება ქარიზმით "მიშას”. სუსტ და დაქსაქსულ ოპოზიციურ პარტიებს მომხრეების შეზღუდული რაოდენობა ჰყავთ, მაგრამ ხელისუფლების ტაქტიკამ, რაც მდგომარეობს აზრის გამოთქმის ხელის შეშლაში, შესაძლოა გაამწვავოს ვითარება. 28 ოქტომბერს ქვეყნის დასავლეთში მდებარე ზუგდიდში მანიფესტაციისას, ოპოზიციონერი დეპუტატები შეტევის მსხვერპლნი გახდნენ. ოპოზიციის თანახმად, აგრესორები საპრეზიდენტო ნაციონალური პარტიის ახალგაზრდა წევრები იყვნენ. ქართველმა ომბუდსმენმა სოზარ სუბარმა დაგმო ეს აქცია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აგრესორები რევოლვერებს ატარებდნენ, შესაბამისად, ისინი ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ.

 

                                                                                                           მარი ჟეგო

                                                                                                            თბილისი

Occupied Territories of Georgia

eVISA portal