საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კრიზისი საქართველოში ზრდის დაძაბულობას რუსეთთან - Le Figaro

14.11.07

ადრიენ ჟოლმე

სპეციალური კორესპონდენტი, თბილისი

 

პოლიტიკურმა კრიზისმა საქართველოში შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა თბილისსა და მოსკოვს შორის. პრეზიდენტი სააკაშვილის ბოლოდროინდელმა სირთულეებმა, როდესაც მან მკაცრად აღკვეთა გასულ კვირას ოპოზიციის მანიფესტაციები, დახურა სატელევიზიო არხი და გამოაცხადა საგანგებო ვითარება, გაამრუდეს მისი ატლანტისტი და თანამედროვე დემოკრატის იმიჯი და გამოიწვიეს რუსეთის ტელევიზიის ირონიული კომენტარები.

თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა მყისვე დაადანაშაულა მოსკოვი და მისი სპეცსამსახურები, კულისებს მიღმა საქართველოში არეულობების მართვაში. სამი რუსი დიპლომატი გაძევებულ იქნა საქართველოდან. და თუ მას მერე, რაც ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების გამოცხადებამ და მომავალ დღეებში საგანგებო ვითარების გაუქმებამ (რაც დადასტურდა გუშინ ამერიკელთა ემისრის, მეტიუ ბრაიზას საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ) დააწყნარა სიტუაცია, ვითარება კავკასიის პატარა რესპუბლიკასა და მის ყოფილ მეტროპოლიას შორის უფრო დაძაბულია ვიდრე ოდესმე.

250 000 ლტოლვილი

« საქართველოში ყველა უარყოფითი მოვლენის უკან ხშირად რუსეთს ვპოულობთ ხოლმე », ამბობს ირონიით სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი გიგა ბოკერია. «  ჩვენი ოპონენტები თუნდაც არ იღებდნენ პირდაპირ მითითებებს კრემლიდან, მათი ინტერესები როგორც წესი საკმარისად ემთხვევა, რომ მოკავშირეებად მოგვევლინონ. საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ წარმოთქვავს ხოლმე « საქართველოს პრეზიდენტი », არამედ « პოლიტიკური პერსონაჟი » და თბილისში რეჟიმის შეცვლა რჩება მოსკოვისთვის ძლივს შენიღბულ მიზნად », გვიხსნის ბ-ნი ბოკერია.

მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევა პრაქტიკულად არასოდეს იქნა მიღებული კრემლის მიერ. « ვარდების რევოლუცია », რომელმაც განდევნა ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის ნოემბერში, იმთავითვე აღქმული იყო მოსკოვის მიერ, როგორც ამერიკული შეთქმულება მის სამხრეთ მისადგომებთან. სააკაშვილის ატლანტისტურმა პოლიტიკამ, რისი უმთავრესი მიზანია საქართველოს ნატოში გაწევრიანება, დაადასტურა ეს თეორია რუსების შემეცნებაში.

უკვე ოთხი წელია, რაც საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობა მოსკოვდან განუხრელად დეგრადირებას განიცდის. რუსეთის ავიაციის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის რამოდენიმეჯერ დარღვევას, რასაც რამოდენიმე ჭურვის ჩამოგდებაც მოჰყვა, თბილისის მიერ ბრალდება, მოსკოვის მიერ კი უარყოფა მოჰყვებოდა ხოლმე. რუსეთმა თავის მხრივ ქართული პროდუქციის, კერძოდ კი ღვინის ბოიკოტი გამოაცხადა. მაგრამ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა ყველაზე მკაფიოდ სეპარატისტული ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების გარშემო აისახება.

განსაკუთრებული სისასტიკის კონფლიქტმა, რომელიც დაიწყო აფხაზეთში 1992-93 წლებში, აიძულა ქართული მოსახლეობა დაეტოვებინა შავიზღვისპირეთის ეს რეგიონი და შექმნა 250 ათასი ლტოლვილის პრობლემა, რომლებიც ვერასდროს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. აფხაზეთი მას შემდეგ იქცა რუსეთის დე-ფაქტო პროტექტორატად. რუსეთს ამ ტერიტორიაზე 2 000 ჯარისკაცი ჰყავს, ოფიციალურად მშვიდობის შესანარჩუნებლად.

ქართული ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეს კონტინგენტი გაძლიერებულ იქნა ამ ბოლო დღეებში. აფხაზეთის საკითხი, რომელიც ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე ყოველი ახალი კრიზისისას, რჩება უმთავრეს კამათის საგნად სააკაშვილს, რომელმაც პირობა დადო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და რუსებს შორის, რომლებიც იმუქრებიან აფხაზეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებით, თუკი კოსოვო გამოეყოფა სერბეთს.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal