საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ამონარიდი საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) ჟურნალისტის, გალია აკერმანის ინტერვიუდან ვლადიმერ პუტინის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველთან, ამჟამად კი ვაშინგტონის Cato Institute მკვლევართან, ანდრეი ილარიონოვთან - Politique Internationale

n° 117 – automne 2007

ამონარიდი საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს (RFI) ჟურნალისტის, გალია აკერმანის ინტერვიუდან ვლადიმერ პუტინის ყოფილ ეკონომიკურ მრჩეველთან, ამჟამად კი ვაშინგტონის Cato Institute მკვლევართან, ანდრეი ილარიონოვთან

- შეკითხვა : საქართველო დაჟინებით აკაკუნებს ნატოს კარზე. როგორია თქვენი შეხედულება ამ ქვეყანაზე ?

- ანდრეი ილარიონოვი : ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველომ განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწია მას შემდეგ, რაც მას ამ სამნახევარი წლის წინ სათავეში მიხეილ სააკაშვილი ჩაუდგა. ეკონომიკის მინისტრის, კახა ბენდუქიძის (ასეა ტექსტში) მიერ, პრეზიდენტის პოლიტიკური მხარდაჭერით ჩატარებული რეფორმები იმსახურებენ, რომ შეტანონ ყველა იმ სახელმძღვანელოში, რომლებიც ეძღვნება გეგმური ეკონომიკის გარდაქმნას საბაზრო ეკონომიკის მოდელზე. რა თქმა უნდა, არსებობს სხვა ქვეყნებიც, სადაც ეს პროცესი ასევე სწრაფი და ეფექტური იყო, მაგალითად ესტონეთი, მაგრამ ესტონეთში ბევრად უფრო ძლიერი იყო რეფორმების ჩასატარებლად არსებული პოლიტიკური კონსესუსი. აი საქართველო კი, ქრესტომატიულ შემთხვევას წარმოადგენს : ერთმა კაცმა, მარტოდმარტომ, ძალიან მცირე, მაგრამ პროფესიონალი გუნდის მხარდაჭერით, შეძლო დროის ძალზე მცირე მონაკვეთში დიდი სამუშაოს ჩატარება თავის ქვეყნისთვის.

სააკაშვილისა და მისი მთავრობის ძალისხმევით, ქვეყანამ განიცადა სწრაფი ეკონომიკური განვითარება და მიიზიდა მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციები. უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველო ათწლეულების მანძილზე იყო სსრკ-ს ფარგლებში ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი იმპორტიორი. კარგად გათვლილი რეფორმების განხორციელებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ გასულ ზაფხულს საქართველომ დაიწყო თავის მიერვე გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილის ექსპორტი რუსეთის მიმართულებით, ვინაიდან, რაო ეეს-ის პატრონის, ანატოლი ჩუბაისის მიერ მიერ გატარებულმა მონოპოლისტურმა პოლიტიკამ რუსეთში ელექტროენერგიის დეფიციტი გამოიწვია!

როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს ფართომასშტაბიანი ეკონომიკური და სავაჭრო ომი გამოუცხადა. ნათელია, რომ კრემლის მიზანს ამ პატარა ქვეყანაში კრიზისის პროვოცირება წარმოადგენდა. მაგრამ, შედეგი ამ სურვილის საპირისპირო აღმოჩნდა. ზრდის ტემპები არ შენელებულა, იმდენად რომ რუსეთის ზრდის ტემპებსაც გაუსწრო. დღეს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპები დაახლოვებით ერთნახევარჯერ აღემატება რუსეთის ზრდის ტემპებს, მაშინ როდესაც, საქართველოს არ გააჩნია არც ნავთობი და არც გაზი და იძულებულია შეისყიდოს ენერგორესურსები. ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა, რომ სწორად დაგეგმილ რეფორმებს შეუძლიათ შთამბეჭდავი შედეგების მოტანა ისეთ პატარა და კომპლექსურ ქვეყანაშიც კი, როგორიც საქართველოა.

   

Occupied Territories of Georgia

eVISA portal