საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შესახებ

 

2009 წლის 25-28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე სამუშაო ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკას ეწვევა.

პარიზში გრიგოლ ვაშაძე შეხვედრას გამართავს თავის კოლეგასთან, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ბერნარ კუშნერთან. შეხვედრის შემდეგ გაიმართება საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობებს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შეთანხმებაზე ხელმოწერის ცერემონია.

მინისტრი ასევე შეხვდება ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანს პიერ ლელუშს, ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აქსილ პონიატოვსკის და იუნესკოს ახლადარჩეულ გენერალურ დირექტორს ირინა ბოკოვას.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ინტერვიუებს მისცემს ფრანგულ გაზეთებს Le Figaro, le Monde, Libération, le Parisien.

პარიზში, 26 ნოემბერს, ბატონი გრიგოლ ვაშაძე სიტყვით გამოვა საერთაშორისო ურთიერთობათა ფრანგული ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე : "What Are Georgia's Foreign Policy Options".

2009 წლის 24 ნოემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი