საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს რუსეთისათვის ფრანგული საბრძოლო ხომალდის მიყიდვის საკითხი აღელვებს

 «მონდი»-სთვის მიცემულ ინტერვიუში, გრიგოლ ვაშაძე, ქართული დიპლომატიის ხელმძღვანელი კვლავ გვიდასტურებს თავისი ქვეყნის სურვილს ნატოსთან და ევროკავშირთან დაახლოებისა.

საქართველოს არ სურს იყოს მსხვერპლი ამერიკული პოლიტიკის გადახედვისა რუსეთის მიმართ. ბუშის ადმინისტრაციასთან მრავალწლიანი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ, თბილისის ხელმძღვანელობა შეწუხებულია შეესწრო რა, რუსეთთან დაახლოების მცდელობას ინიცირებულს ბარაქ ობამას მიერ ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებში როგორებიცაა განიარაღება და ირანის ბირთვული პროგრამა.

თითქმის 16 თვის შემდგომ, სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით რუსეთთან გამოცხადებული ხანმოკლე ომის შემდგომ, გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 26 ნოემბერს ვიზიტით იმყოფებოდა პარიზში. ნიკოლა სარკოზის პოლიტიკური მრჩევლის, ჟან-დანიელ ლივიტთან გასაუბრების შემდგომ, ბატონი ვაშაძე შეხვდა თავის ფრანგ კოლეგას ბერნარ კუშნერს, რომელთანაც ერთად ხელი მოეწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას პოლიციისა და სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში. ქართველმა მინისტრმა კვლავ აღნიშნა თავისი ქვეყნის ვალდებულება სუვერენიტეტის გარანტიის უზრუნველსაყოფად: დაუახლოვდეს ნატოსა და ევროკავშირს. 3 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება ახალი შეკრება ნატო-საქართველოს კომისიისა, რომელიც ომის შემდგომ დაარსდა.

«მონდთან» ინტერვიუში ბატონმა ვაშაძემ უარყო იდეა საქართველოს იზოლაციისა, შესაძლო  შედეგი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი გათამაშებისა. «მე თქვენ გარწმუნებთ ასი პროცენტით, რომ ყოველ უმაღლეს დონის შეხვედრაზე აშშ-სა და რუსეთს თუ, ევროკავშირსა და რუსეთს შორის, საქართველო ყოველთვის ფიგურირებს სამ ან ოთხ მთავარ განსახილველ საკითხს შორის, ამბობს იგი. ვაშინგტონთან გვაქვს სტრატეგიული პარტნიორობა ყველა სექტორში და ეს არ არის ლოზუნგი». ქართველ მინისტრი თავისი სიტყვების დასამტკიცებლად  შეხვედრათა სიხშირეს ასახელებს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან, რომელსაც იანვრის შემდგომ სამჯერ შეხვდა.

თუმცა, გრიგოლ ვაშაძე არ ფარავს თავშეკავებულობას იმ საკითხზე, რაც ეხება საფრანგეთის მიერ რუსეთისათვის საბრძოლო გემის მისტრალის მიყიდვის შესაძლებლობას. ესტონეთმა, ევროკავშირის წევრმა, უკვე გამოხატა თავისი წუხილი. «ყველანი ძალიან შეწუხებულნი ვართ რეგიონში, არ მალავს მინისტრი. საქმე ეხება ბოლო თაობის ხომალდს, რომელსაც თუ არ ვცდები შეუძლია დაიტიოს 16 მოიერიშე ვერტმფრენი, 16 სამხედრო ჯავშანმანქანა, 900 სამხედრო. საით წავა ასეთი გემი? არც ბალტიისკენ ფინეთის წინააღმდეგ, არც წყნარ ოკეანეში იაპონიისა თუ ჩინეთის წინააღმდეგ. ყველამ იცის, რომ ეს იქნება შავ ზღვაში უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ». პუტინის გარემოცვაში, რომელიც პარასკევს ვიზიტით იმყოფება პარიზში, ამბობენ, რომ კონტრაქტზე ხელმოწერა ჯერ კიდევ ადრეა. «მისტრალი არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ფრანგულ-რუსული მოლაპარაკებების, ამბობს ერთი მრჩეველი. ანუ, კონტრაქტზე ხელის მოწერა ჯერ არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ ინფორმაციათა  მოკრების სტადიაში ვართ».

ქართველებისათვის რუსული სამხედრო აგრესია კვლავ რეალობად რჩება. ბატონ ვაშაძის მიხედვით, დასავლეთის ხელმძღვანელობა შეცდებოდა, თავის დასაზღვევად, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსა და მის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს შორის, მიდგომაში უთანხმოებათა ძიებით. «რუსებს აქვთ ფინანსური და ლოგისტიკური საშუალებები, რომ საქმე დაასრულონ საქართველოსთან და მის მთავრობასთან. ისინი უკვე იკავებენ ჩვენი ტერიტორიის 20%-ს. მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ დაიკავონ კიდევ 40%-ი და დაამყარონ ვიშის ტიპის რეჟიმი ქვეყნის დარჩენილ ნაწილში. ერთადერთი რამ, რაც მათ აჩერებთ, ეს ის ძალზედ მაღალი პოლიტიკური ფასია რისი გადახდაც მათ მოუწევთ", აცხადებს ბატონი ვაშაძე.

ამ საფრთხის პერმანენტულობა ხსნის თბილისის თავდადებას ევროპელ დამკვირვებელთა ყოფნაზე, რომლებიც განთავსებულნი არიან სასაზღვრო ზონაში. მაგრამ, ამ უკანასკნელთა მანევრირების არეალი ძალზედ ვიწროა იქიდან გამომდინარე, რომ რუსები წინააღმდეგები არიან მათი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე შეშვების.

დაკვირვება ეფუძვნება სატელიტის სურათებს, რათა გაანალიზონ რუსეთის მიერ ამ ორ სეპარატისტულ რეგიონში სამხედრო ყოფნის ზრდა. «დამკვირვებლები არ უნდა იყვნენ არც გაწვეულები, არც შემცირებულები და არც შეცვლილები. ეს მისია არის დაუჯერებელი წარმატება, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტაბილურობას, ირწმუნება ბატონი ვაშაძე. 2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზის გეგმის მიხედვით, ჩვენ გავაგრძელებთ მათ მთელს ტერიტორიებზე დაშვების მოთხოვნას, რაზეც რუსები არ არიან თანახმა. [...] მათ არ ჭირდებათ მოწმეები რადგან, ყოველდღე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ადგილი აქვს ადამიანთა გატაცებას, ტყვედ აყვანას, გაუპატიურებას, ქურდობას».

2008 წლის დეკემბერში დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი, ბრწყინვალედ იცნობს რუსეთს, სადაც იგი ცხოვრობდა 1975 წლიდან, როდესაც 16 წლის იყო, 2005 წლამდე, როდესაც მან გადაწყვიტა იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც წარმოშობით იყო. ორმაგი მოქალაქეობის მქონე, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ, იგი რუსული მედიისა და დუმის სამიზნედ იქცა. მან გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსულ მოქალაქეობაზე. «მე არასოდეს შემრცხვენია ჩემი რუსეთის მოქალაქეობის. ყოველთვის ამაყი ვიყავი რუსული კულტურისა და ხალხის. ეს ჩემი სამშობლოა. მე არ ვაპირებდი მოქალაქეობაზე უარის თქმას, ვიდრე დუმა არ დამემუქრა მისი ჩამორთმევით».

Occupied Territories of Georgia

eVISA portal