საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თემურ იაკობაშვილის ვიზიტი საფრანგეთში

 საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკე

15 თებერვალი, 2010

თემურ იაკობაშვილი, საქართველოს პიცე-პრემიერ მინისტრი, სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში განახორციელებს ვიზიტს საფრანგეთში 15 თებერვალს. ვიზიტის დროს ის შეხვდება ბერნარ კუშნერს და პიერ ლელუშს.

თემურ იაკობაშვილის ვიზიტი საფრანგეთში არის მისი ევროპული ტურნეს ერთ-ერთი ეტაპი. Gგანხილულ იქნება საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს პოლიტიკის განსაზღვრას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შემდეგ.

საფრანგეთი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის პრინციპების ერთგული რჩება, მიესალმება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას შეიმუშაოს ვალდებულებების სტრატეგია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ. ეს კონსტრუქციული მიდგომა მიზანად ისახავს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვას. ჩვენ მოვუწოდებთ რეგიონში წარმოდგენილ ყველა მხარეს, შეიმუშაონ პოზიტიური მიდგომა ამ სტრატეგიასთან მიმართებაში და იმუშაონ მისი სრულად ამოქმედებისათვის.

 

Occupied Territories of Georgia

eVISA portal